სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი | კოეფიციენტებიც

ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი | კოეფიციენტებიც

გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა სახლში პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდთან, შეფილდ იუნაიტედთან წააგო. 

 

ოლდ ტრაფორდზე გუშინდელი მარცხი ძვირად დაუჯდებათ წითელ ეშმაკებს, რადგან გუარდიოლას სიტი დაფრინავს, მშვენიერ ფორმაშია და შვიდი წლის შემდეგ გაჩენილ შანსს მალე დაკარგავს იუნაიტედი თუ ასე გააგრძელებს გუნდი დაცვაში თამაშს. 

 

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მანჩესტერ სიტის ძალიან იოლი კალენდარი ჰქონდა. ზედიზედ სამი თამაში სახლში, აქედან ორი სუსტი გუნდი და ერთიც ასტონ ვილა, რომელიც პეპის გუნდთან არაფერს წარმოადგენს და შემდეგ გასვლა ვესტ ბრომვიჩთან, რომელიც გავარდნის კანდიდატია. 

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ პრემიერლიგის ამ სეზონში ყველაფერი ბოლოს გადაწყდება და ისეთივე უაზრო არ იქნება, როგორიც შარშან იყო.

 

გავიხსენოთ დრამატული სეზონები:

 

  • 1994/95 სეზონი: ბლექბერნმა 1 ქულით მოუგო მანჩესტერ იუნაიტედს
  • 1995/96 სეზონი: მანჩესტერ იუნაიტედმა 4 ქულა მოუგო ნიუკასლს
  • 1998/99 სეზონი: მანჩესტერ იუნაიტედმა 1 ქულით მოუგო არსენალს
  • 2007/08 სეზონი: მანჩესტერ იუნაიტედმა 2 ქულა მოუგო ჩელსის
  • 2009/10 სეზონი: ჩელსიმ 1 ქულით გაასწრო მანჩესტერ იუნაიტედს
  • 2011/12 სეზონი: მანჩესტერ სიტიმ ბურთების უკეთესი სხვაობით გაასწრო მანჩესტერ იუნაიტედს
  • 2013/14 სეზონი: მანჩესტერ სიტიმ 2 ქულა მოუგო ლივერპულს
  • 2018/19 სეზონი: მანჩესტერ სიტიმ 1 ქულით გაასწრო ლივერპულს

 

სავარაუდოდ წელსაც ასეთი ფინიში გვექნება, თუმცა ბუკმეიკერები მაინცდამაინც არ გვეთანხმებიან და დღეის მდგომარებოით მანჩესტერ სიტი ჰგონიათ გამოკვეთილი ფავორიტი.

 

ვინ გახდება 2021 წლის პრემიერლიგის ჩემპიონი

 

  • მანჩესტერ სიტი - 1.27
  • ლივერპული - 8.80
  • მანჩესტერ იუნაიტედი - 11.25
  • ტოტენჰემი - 21.50
  • ლესტერი - 23.50
  • ჩელსი - 140.0
  • არსენალი - 196.50

 

ძალიან საინტერესოა. ნამდვილად ვერ გეტყვით თუ რატომ აქვს ასეთი დაბალი კუში პეპის გუნდს. გასაგებია რომ კარგ ფორმაში არიან და მოიგეს ზედიზედ თამაშები, მაგრამ 1.27 მეტისმეტია.

 

ვნახოთ. შენი აზრით, ვინ მოიგებს?

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ